Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის - „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ - დასკვნითი ღონისძიება

თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 2024 წლის 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

დასკვნითი ღონისძიება გახსნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

 

პროექტის ხელმძღვანელმა - გიორგი დგებუაძემ შეაჯამა პროექტის მიმდინარეობა და ყურადღება გაამახვილა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეციერო სიმპოზიუმის დაფუძნების მნიშვნელობასა და როლზე; სიმპოზიუმში ჩართული დოქტორანტების მიერ განხორციელებული კვლევების აქტუალობაზე; მან აგრეთვე ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

 

ღონისძიების გახსნის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსიები ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის ისტორიის, სამართლის მეთოდების, კერძო სამართლის, კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დოქტორანტები, მათ შორის, უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებიდან.

 

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს ექნება მუდმივმოქმედი ხასიათი და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ყოველწლიურად გაიმართება. სიმპოზიუმის მიზანი ეროვნული და საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეწყობა; დარგის განვითარებაში დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდების ჩვენებაა.

 

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.

თარიღი: 02/10/2024